“ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო თასის საგზური გაინაღდეს და ქართველი მორაგბეები 2011 წელს ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზე ითამაშებენ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
“ბორჯღალოსნებმა” 2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ესპანეთის ნაკრები 17:9 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით, ქართველებმა ქულათა მარაგი 23-მდე გაზარდეს და ექვს გუნდს შორის, მსოფლიო თასის საგზურის პირდაპირმომტანი პირველ-მეორე ადგილი გაინაღდეს.
საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ტურნირში კიდევ ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი – 13 მარტს, ბუქარესტში რუმინეთთან და 20 მარტს, ტრაბზონში რუსეთთან. დარჩენილ შეხვედრებში, "ერთა თასის" მოქმედი გამარჯვებული ქართველი მორაგბეები ამ ტიტულის დაცვისთვის იბრძოლებენ.
Game Sexurple Heart 2 (2009ENGPC) from rapidshare, megaupload, hotfile, Game Sexurple Heart 2 (2009ENGPC) torrent download, Game Sexurple Heart 2 (2009ENGPC) free full download....