 |
|
 |
|
საიტზე იმყოფება |
|
 |
|
 |
 |
Всего на сайте: 5
Гостей: 2
Пользователи: - None Online
Роботы: spider Bot, spider Bot, spider Bot, spider Bot, spider Bot, spider Bot, spider Bot, spider Bot, spider Bot, spider Bot, spider Bot, spider Bot, spider Bot, spider Bot, crawl Bot, spider Bot, spider Bot, spider Bot, Google Bot, spider Bot
20-ка посетителей: - None Online |
|
  |
 |
|
 |
|
 |
|
 |
|
|
|
 |
|
 |
 |
|
|
კატეგორია: Video » Sport | ავტორი: Che | დრო 28-01-2010, 15:46 |
 საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული მონპელიეს მეორე-მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, საფრანგეთის რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით, მოედანზე 40 დღის განმავლობაში ვერ გავა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს 2008 და 2009 წლის საუკეთესო მორაგბე, ეროვნულ გუნდს 2010 წლის ერთა თასსა და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველ სამ შეხვედრაში (6 თებერვალს გერმანიასთან, 13 თებერვალს პორტუგალიასთან და 27 თებერვალს ესპანეთთან) ვერ დაეხმარება. ინციდენტი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ის მე-16 რაუნდის შეხვედრაში მოხდა, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართა და მონპელიემ ერთ-ერთი ლიდერი, სტად ფრანსე 25:23 დაამარცხა. პირველი ნახევრის მიწურულს, გორგოძემ მეტოქის შერკინების მეორეხაზელს დარტყმა არ აპატია, გვარიანად ცემა და რეფერიმ ორივე მორაგბე გაასინბინა. მას შემდეგ, გულივერად წოდებულმა ქართველმა, საფრანგეთის ჩემპიონატისა და ჩელენჯ ქაფ-ის შეხვედრებში უცვლელად იბურთავა და წინასწარი ინფორმაციით, მისთვის მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა მიეცათ, მაგრამ ფრანგმა დისციპლინარებმა სხვაგვარად განსაჯეს - მამუკას მეტოქისთვის თვალის დაზიანების მცდელობაში დასდეს ბრალი და 40 დღით დასაჯეს. გთავაზობთ ფრანგმენტს ამ თამაშისას, რომელშიც ეს ინციდენტი მოხდა...
|
|
|
|
 В ArchiCAD 14 развивается тенденция по повышению производительности труда архитекторов в едином цикле BIM-проектирования и делается основной упор на интеграцию процесса архитектурного проектирования с инженерными специальностями....
სრულად სიახლის შესახებ
|
  |
 |
|
 |
|
|