Banners
  მთავარი მენიუ
მთავარი გვერდი
ფილმები
სერიალები
wwe
DVD & HD-TV
თამაშები
გოგონებისთვის
მუსიკა
დღის სიმღერა
ქართული მუსიკა
დღის გოგო
ვიდეო
კლიპები
სპორტი
ქართული რაგბი
პროგრამები
სურათები
მობილურისთვის
3GP ფილმები
გაკვეთილები
ელ. წიგნები
სხვა
  New Style
საიტის სიახლეები
თხოვნები
კონტაქტი
  Top News
  საიტზე იმყოფება
Всего на сайте: 5
Гостей: 8
Пользователи: - None Online
Роботы: Google Bot, Yahoo Bot, crawl Bot

20-ка посетителей: - None Online

  ბოლო კომენტარები
ავტორი:
სიახლეზე: Photo Brush Ver 3.51 Full
ავტორი: kaytyt
სიახლეზე: "50 Cent - Before I Self Destruct (2009)"
ავტორი:
სიახლეზე: Photo Brush Ver 3.51 Full
ავტორი:
სიახლეზე: Alter Ego (2010RUS)
ავტორი:
სიახლეზე: "Russian Electro v.6 (2010)"
ავტორი:
სიახლეზე: თხოვნები ...
ავტორი: getok.ru
სიახლეზე: თხოვნები ...
ავტორი:
სიახლეზე: "Russian Electro v.6 (2010)"
ავტორი:
სიახლეზე: "Russian Electro v.6 (2010)"
ავტორი: cicka9
სიახლეზე: "Russian Electro v.6 (2010)"
  მეგობრები
Coming soon
  საქეიფო განწყობისთვის



  არქივი
May 2010 (46)
April 2010 (399)
March 2010 (501)
February 2010 (288)
January 2010 (164)

  New Style DoNe Warez » Video » Sport » Georgian Rugby

New Zealand 2011

New Zealand 2011


ყველა რაგბის მოყვარულმა და ალბათ ყველა პატრიოტმა ქართველმა იცის, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თამაშობს ახალ ზელანდიაში მსოფლიო ჩემპიონატზე... ამ პოსტში ჩვენ წარმოგიდგენთ საქართველოს ჯგუფს, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ძლიერი ჯგუფია, ჩვენ ჯგუფში არიან: ინგლისი, შოტლანდია, არგენტინა...

წარმოგიდგენთ 2011 წლის ჯგუფურ ეტაპს:


ჯგუფი "A"

New Zealand 2011 New Zealand 2011 New Zealand 2011 New Zealand 2011 New Zealand 2011

ჯგუფი "B"

New Zealand 2011 New Zealand 2011 New Zealand 2011 New Zealand 2011 New Zealand 2011

ჯგუფი "C"

New Zealand 2011 New Zealand 2011 New Zealand 2011 New Zealand 2011 New Zealand 2011

ჯგუფი "D"

New Zealand 2011 New Zealand 2011 New Zealand 2011 New Zealand 2011 New Zealand 2011

თამაშების განრიგი,
ვიდეო რომელიც მსოფლიო რაგბის კავშირმა გადაიღო,
ქართველ მორაგბეთა სურათები,
ეს ყველაფერი სრულიადში...
   ნანახია: 130 | კომენტარები:  1 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

Germany Vs Georgia 10-16

Germany Vs Georgia 10-16


“ბორჯღალოსნებმა” ლისაბონში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, პორტუგალიის გუნდს ლისაბონში 16:10 სძლია და ახალი ზელანდიის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.

ოფიციალური მხარის მოსაგვარებლად, “ბორჯღალოსნებს”, 27 თებერვალს, თბილისში, ესპანეთის ნაკრების დამარცხება მართებთ, რაც დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს და დასკვნითი ორი მატჩის შედეგს - 13 მარტს ბუქარესტში რუმინეთთან და 20 მარტს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში რუსეთთან - მსოფლიო თასის საგზურის ზედიზედ მესამედ მოპოვების კუთხით მნიშვნელობა აღარ ექნება. თუმცა, “ბორჯღალოსნებს” ესპანელებთან თამაში უჭირთ და მოდუნების უფლება არ აქვთ, რათა ყოველგვარი მოულოდნელობა გამოირიცხოს.
   ნანახია: 191 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

Georgia Vs Russia

Georgia Vs Russia


დასახელება: Georgia Vs Russia
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრი: სპორტული
თამაშის შედეგი: 36:8

აღწერა:
საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის 36:8 მოუგო.
თურქეთის ქალაქ ტრაბზონში აქჩაბაათის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე ქართველი მორაგბეების უპირატესობა თამაშის დაწყების პირველი წუთიდანვე გამოიკვეთა. ქართველებმა პირველი ლელო მატჩის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ დადეს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გასამხნევებლად თურქეთში ათასობით ქართველი გულშემატკივარი დაესწრო, მათ შორის საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, პარლამენტის თავმჯომარე დავით ბაქრაძე, გაეროში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე ლომაია, კულტურის, ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და სხვა ქართველი პოლიტიკოსები. გარდა საქართველოდან ჩასული გულშემატკივრებისა, დღევანდელ შეხვედრას ტრაბზონში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ.

წარმოება: პირველი არხი
გახმოვანება: ქართული
ხარსხი: TVRip
   ნანახია: 247 | კომენტარები:  2 | კატეგორია: Video » Sport » Georgian Rugby | ავტორი: Only Pakito |
 

2011 წელს ვთამაშობთ

2011 წელს ვთამაშობთ


“ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო თასის საგზური გაინაღდეს და ქართველი მორაგბეები 2011 წელს ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზე ითამაშებენ


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

“ბორჯღალოსნებმა” 2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ესპანეთის ნაკრები 17:9 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით, ქართველებმა ქულათა მარაგი 23-მდე გაზარდეს და ექვს გუნდს შორის, მსოფლიო თასის საგზურის პირდაპირმომტანი პირველ-მეორე ადგილი გაინაღდეს.

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ტურნირში კიდევ ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი – 13 მარტს, ბუქარესტში რუმინეთთან და 20 მარტს, ტრაბზონში რუსეთთან. დარჩენილ შეხვედრებში, "ერთა თასის" მოქმედი გამარჯვებული ქართველი მორაგბეები ამ ტიტულის დაცვისთვის იბრძოლებენ.
   ნანახია: 212 | კომენტარები:  1 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

2008 2009 Rugby est Tries

2008 2009 Rugby est Tries


2008-2009 წლებში მიმდინარე რაგბის მოვლენები, ყველაფერი რაც საუკეთესო მომენტები ყოფილა ამ წლების განმავლობაში რაგბში ყველაფერი ამ ვიდეოში არის მოცემული... უყურეთ და შეიყვარეთ რაგბი...

2008 2009 Rugby est Tries
   ნანახია: 192 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

10 Best Georgian Tries

10 Best Georgian Tries


საქართველოს 10 საუკეთესო მომენტი საქართველოსა და მსოფლიო რაგბში, გადაწერეთ ეს ვიდეო და ნახეთ ქართველი ბურჯების უმნიშვნელოვანესი მომენტები...

10 Best Georgian Tries

სურათზე: მამუკა გორგოძე ”გრზუინსკი გულევარა”
   ნანახია: 218 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Video, Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

ჩვენ მოვიგეთ

ჩვენ მოვიგეთ


სარეკორდო სხვაობით


/tr>საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში 2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპისა და 2009-10 წლების „ერთა თასის“ დასკვნით მატჩში, რუსეთის ნაკრები 36:8 დაამარცხა და ახალი ზელანდიის საგზური პირველი ადგილით მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიო ფორუმზე მისი მეტოქეები არგენტინის, ინგლისის, შოტლანდიისა და რეპეშაჟის გამარჯვებული გუნდები იქნებიან.

ჩვენ მოვიგეთ
   ნანახია: 90 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

შემობრუნებული მე-3 ადგილი

შემობრუნებული მე-3 ადგილი


მე-2 ტაიმში ბელგიელები (მუქ ფორმებში) ქართველთა მიწოლას ვეღარ აუდიოდნენ


საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, იტალიაში დასრულებულ ასაკობრივი ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, ბელგია პირველი ტაიმის მშრალად წაგების შემდეგ, მე-2 ნახევარში მშრალადვე დასცა და 18:15 გამარჯვებით საპატიო, მე-3 ადგილი დაიკავა.

მატჩამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ თქვა, რომ საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებების შემდეგ, მე-3 ადგილის დაკავება ურიგო არ იქნებოდა და ძნელია, არ დაეთანხმო. ევროპული ქვეყნების ამ ორი ბუმბერაზის შემდგომ დგომა, მართლაც რომ დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ ქართველებმა პირველი ნახევარი 0:15 დათმეს, მაგრამ ძალები გამონახეს, დასკვნით ტაიმში ბელგიელებს 18:0 აჯობეს და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. ტურნირის ორგანიზატორებიც კი, აღფრთოვანებული დარჩნენ იმ თავდადებით, რაც პატარა “ბორჯღალოსნებმა” ჩაიდინეს.


დანარჩენი სრულიადში!
   ნანახია: 132 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

ფურის წლის ლელო

ფურის წლის ლელო


2009 წლის საუკეთესოდ აღიარებული ლელო


რაგბის საერთაშორისო ასოციაციამ, გასული წლის საუკეთესო ლელოდ სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების წევრ ჟაკ ფურის მიერ ბრიტანეთისა და ირლანდიელი ლომების ჩათვლის მოედანში გატანილი ლელო დაასახელა.

როგორც რაგბის საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, გამოკითხვაში 8 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათ საუკეთესო ლელო პირველი ეტაპის შემდეგ დარჩენილი 15 ლელოდან შეარჩიეს. აღსანიშნავია, რომ სილამაზესთან ერთად, ფურის ლელო გადამწყვეტიც აღმოჩნდა - ივნისის თვეში პრეტორიაში გამართული მატჩის 74-ე წუთზე, ამ ლელომ აფრიკელებს გამარჯვება მოუტანა.

ვიდეო იხილეთ გადმოწერაში
   ნანახია: 136 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

საქართველო - ესპანეთი

საქართველო - ესპანეთი


“ბორჯღალოსნებმა” საესპანეთო შეკრება დაიწყეს


საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩისთვის მზადებას შეუდგა. “ბორჯღალოსანთა” ავსტრალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა, უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის 23 მორაგბეს უხმო, თუმცა, შესაძლოა, წინასწარ რაზმში გარკვეული ცვლილებები მოხდეს.
დანარჩენი იხილეთ სრულიადში
   ნანახია: 201 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

რეიტინგი

რეიტინგი


რუსების რბევამ “ბორჯღალოსნები” რეიტინგშიც ახეირა


ტრაბზონში რუსეთის ეროვნული გუნდის ძლევის შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ერთი კვირის წინ რუმინეთთან მარცხის გამო დაკარგული სტატუსი დაიბრუნა და რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ახალ რეიტინგში მე-16 პოზიციას უწია.

აღნიშნული ინფორმაცია IRB-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა, რომლის ვერსიითაც ქართველებმა ევროპის ერთა თასიც შეინარჩუნეს, თუმცა, ამ საკითხის გარშემო ჯერაც გაურკვევლობაა და სანამ ზარმაცობით განთქმული ევროპული რაგბის მმართველი ორგანო (FIRA-AER) სათანადო განმარტებას არ გააკეთებს, როგორც სჩანს, არც არაფერი გაირკვევა.

ტურნირის დასკვნით შეხვედრაში რუსი “დათვების” რეკორდულმა 28-ქულიანმა რბევამ (36:8) კი მართლაც საკმაო ხეირი მოგვიტანა. “ბორჯღალოსნებს” ერთბაშად 1.58 ქულა მოემატათ და თავი 68.09 ბალს მოუყარეს. დანარჩენი სრულიადში და ერთი პატარა ვიდეოც რუსეთ-საქართველოს მორაგბეებზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში მე-16 ადგილს უწია
   ნანახია: 92 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

მე-17 მოგება!

მე-17 მოგება!


ნერუშიმი ლენინისთვის, რუშიმია ლეინისთვის! ...მით უფრო, ქართველებისთვის!!!


საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდების შეხვედრა საყოველთაო ინტერესს რომ იწვევდა, ორი აზრი არ იყო, მაგრამ თუ ასეთ ფართო გამოხმაურებას ჰპოვებდა, ამაზე არავინ არ ფიქრობდა. თურქები, რომლებსაც რაგბიში ნაკლებად რამე გაეგებათ, სრულად იყვნენ ინფორმირებული იმაზე, რომ მათ ქვეყანაში საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დიდი ჯახი იმართებოდა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - ქართველებმა რუსები სარეკორდო – 28-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს, თურქებმა კი, ის ნახეს, რამაც რაგბის თამაში მომავალში უნდა შეაყვაროთ...

   ნანახია: 92 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

ზირაქაშვილი

ზირაქაშვილი


ზირაქაშვილი ეროვნულ გუნდს შეუერთდა


რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დამარცხებულმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში გადაინაცვლა და რუსეთის ნაკრების სამასპინძლოდ მზადებას შეუდგა.

როგორც იცით, “ბორჯღალოსნები” “დათვებს” 20 მარტს მასპინძლების რანგში ხვდებიან, თუმცა ნეიტრალურ მოედანზე. საქართველოს ნაკრებს ზედიზედ მესამე მსოფლიო თასზე თამაში გარანტირებული აქვს, მაგრამ რუსებთან ჯახმა შესარჩევ ჯგუფში მისი ადგილი და შესაბამისად, მსოფლიო თასზე მეტოქეთა ვინაობა უნდა განსაზღვროს.
   ნანახია: 119 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

ესპანეთიც დავაჩოქეთ

ესპანეთიც დავაჩოქეთ


ესპანელებმა უხეიროდ მოთამაშე ქართველებიც კი ვერ შეაკავეს


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში, “ბორის პაიჭაძის” სტადიონზე ესპანეთის ნაკრები დიდი გაჭირვებით - 17:9 დაამარცხა და ახალი ზელანდიის საგზური დაიბევა, თუმცა, იმდენად უხარისხო თამაში აჩვენა, რომ ამას, ამ მატჩში, ნამდვილად არ იმსახურებდა.

“ბორჯღალოსნებს” უამრავი წუნი ჰქონდათ და მამაცად მოთამაშე ესპანელებს მეტი მარიფათი რომ გამოეჩინათ, შედეგი სულ სხვაგვარი იქნებოდა. სტუმრები ჯარიმით მალევე დაწინაურდნენ და საქართველოს ნაკრებმა წინ გაჭრა მხოლოდ 32-ე წუთისთვის მოახერხა, როდესაც უდესიანმა ლელო გაიტანა და კვირიკაშვილმაც გარდასახვა ზუსტად შეასრულა - ტაიმი 7:3 დასრულდა.
   ნანახია: 111 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

ერთათასი

ერთათასი


რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მიერ გამოქვეყნებული ახალი რეიტინგისადმი მიძღვნილი სტატია, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, საქართველოს ნაკრების მიერ გერმანელთა განადგურებაზე მსჯელობით იწყება და ზედ ირაკლი მაჩხანელის სურათიც აქვს დართული.

ლოგიკურად, აღნიშნულის შემდეგ კლასიფიკაციაში “ბორჯღალოსანთა” წინსვლაზე უნდო ყოფილიყო საუბარი, თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა. “ერთა თასის” აუტსაიდერთან მატჩში დამაჯერებელმა გამარჯვებამ, ქართველებს მინიმალური წინსვლაც კი ვერ მოუტანა. შედეგად, თიმ ლეინის სამწყსოს 66.85 ბალი შერჩა და მე-17 ადგილზე მყოფ რუსეთს, რომელმაც პორტუგალიის ძლევით ასევე ვერ იხეირა, მეათასედი ქულებით ჩამორჩება.

“ბორჯღალოსნებს” მარადიული მეტოქის უკან მოტოვების შანსი მომავალ უქმეებზე მიეცემათ, როდესაც ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე 21-ე საფეხურზე მყოფ პორტუგალიას შეერკინებიან. 15 ქულით ან ნაკლები სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების რეიტინგი 67.44 ქულა გაუტოლდება, 15 ქულიანზე მეტი უპირატესობა კი ჩვენს გუნდს 67.73 ქულამდე აღაზევებს.

თუკი ქართველებმა წარმატებას მიაღწიეს, რუსეთის ნაკრებს, რომელიც შაბათსვე მადრიდში ესპანეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრება, მე-17 პოზიციის შენარჩუნების ერთადერთი შანსი აქვს. მადაზე მოსულმა “დათვებმა” პირენეელები 15 ქულაზე მეტი სხვაობით უნდა სძლიონ, მაშინ როდესაც საქართველომ პორტუგალიას 15 ქულაზე ნაკლებით მოუგოს.

სათქმელია ისიც, რომ ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოცა და რუსეთიც მე-16 ადგილზე მყოფ აშშ-ს ნაკრებს უსწრებენ, ასე რომ, “ბორჯღალოსნებს” ერთბაშად ორი საფეხურის მოგების კარგი შანსი აქვთ.

თუკი მომავალი კვირის თავზე, რეიტინგში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, დღევანდელ კლასიფიკაციაში ერთადერთი მნიშვნელოვანი გადაადგილება მოხდა. მარიფილდში საფრანგეთთან მარცხის (9:18) გამოისობით, ენდი რობინსონის მიერ დარიგებული შოტლანდიის ნაკრები მე-10 ადგილზე დაქვეითდა, წინ კი ფიჯის ეროვნული გუნდი გაუშვა.

რეიტინგის სათავეში კვლავინდებურად სამხრეთ ნახევარსფეროს სამი გიგანტი – ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია დგას, თუმცა, ოზებს ირლანდიელთა სუნთქვაც კარგად უნდა ესმოდეთ. “სამყურებმა” მშობლიურ “კროუკ პარკზე” იტალიას 29:11 სძლიეს და ავსტრალიელებს 0.96 ქულით ჩამორჩებიან.
   ნანახია: 134 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს

ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს


“ბორჯღალოსნებმა” გერმანული ბარიერი იოლად გადალახეს...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2010 წლის ერთა თასისა და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, გერმანიის ეროვნული გუნდი დაამარცხა.

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული მატჩი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა და “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე დიდი სხვაობით - 77:3 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს
   ნანახია: 110 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

ბორჯღალოსნები

ბორჯღალოსნები


საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, გერმანიასთან “ბორის პაიჭაძეზე” გასამართი შეხვედრის წინ, წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილება მოხდა. მე-9 ნომრის პოზიციაზე გუნდის კაპიტან ირაკლი აბუსერიძის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ბიძინა სამხარაძე დაიკავებს, კაპიტანი კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს და მოედანზე საჭიროების შემთხვევაში გავა.

საქმე ისაა, რომ აბუსერიძეს კუნთი აწუხებს. მართალია, მწვრთნელები მის მოედანზე გაყვანას “სასტარტოში” გეგმავდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, აღარ გარისკეს, აბუსერიძეს სუსტ გერმანიასთან დასვენების, ან ნაკლები დატვირთვის მიღების, საშუალება მისცეს და უფრო ძლიერი პორტუგალიისთვის შემოინახეს, რაც პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა.

2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრის პირველი შეხვედრა ხვალ, 14:00 საათზე დაიწყება და მასზე დასაწრები ბილეთების ფასი 2-5 ლარია. ორივე ნაკრების მორაგბეებმა მომავალი ბრძოლის ადგილი თამაშის წინა დღეს მოსინჯეს. “ბორჯღალოსანთა” ე.წ. კაპიტნის ვარჯიშს აბუსერიძესთან ერთად და ილია ზედგინიძე უძღვებოდა, რომელიც სავარაუდოდ კაპიტნის ფუნქციებს შეითავსებს და ეს არც გაუჭირდება, რადგანაც ზედგინიძეს ეროვნული გუნდისათვის არაერთხელ უკაპიტნია.
დანარჩენი სრულიადში...
   ნანახია: 102 | კომენტარები:  0 | კატეგორია: Sport, Georgian Rugby | ავტორი: Che |
 

GTA San Andreas Snow Mod (2009/PC)




ინფორმაცია თამაშზე:დასახელება: GTA San Andreas Snow Mod (2009/PC)გამოშვების წელი: 2009ენა: ინგლისურიგამომცემელი: Rockstar Gamesგამომშვები: Rockstar Gamesთამაშის აღწერა:დღესდღეობით ყველაზე პოპულარული თამაშის ყველაზე ხ+...

სრულად სიახლის შესახებ

 
  ავტორიზაცია
Логин
Пароль
 


ძებნა

DoNe.Ge განწყობა დღეს

» უცნობი - ქვეყანაშია ფერები მუქი
» ნიკო გომელაური - ფიროსმანი
» მე მხოლოდ მეგობრობა მინდა
» პანჩო - შავმა სიკვდილმა მეც მომაკითხა
» ფრანი - გიტარა


 
DoNe.Ge Official Server





 
DoNe ს მეგობრები
გამოკითხვა
რა გსურთ რომ დავამატოთ?

ფილმები
სერიალები
wwe
DVD & HD-TV
თამაშები
მუსიკა
ქართული მუსიკა
დღის გოგო
ვიდეო
კლიპები
სპორტი
ქართული რაგბი
პროგრამები
სურათები
მობილურისთვის
3GP ფილმები
გაკვეთილები
ელ. წიგნები
სხვა


საჭირო პროგრამები
       

       

       

       

       

       

       

       

       

       

       

       

       
დამატებით


Windows








მინი სტატისტიკა
Top Contributors:
  1    Only Pakito 623
  2    Che 270
  3    BuQuRa 254
  4    G.I.O.R.G.I 250
  5    Jey-journalist 106
  6    ProPoster_777 105
  7    sam1425 91
  8    Last_Poster8 78
  9    Lion29 50
  10    Lancer7xXx7 47


Articles:
  This Hour: 1
  Today: 3
  This Month: 3
  All Time: 2130


Membership:
  Registered Today :0
  This Hour:0
  This Month:0
  Total:651
  Banned:0

Copyright © 2010 by DoNe.Ge